18 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
ქურდობის სავარაუდო მონაწილე - ირაკლი სესიაშვილი შვილის მიმართ ბრალდების საპასუხოდ "ენმ"-ს უჩივლებს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მისი შვილის მიმართ ბრალდების პასუხად, ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს.

ენმ-ში ამის თაობაზე დღე სპეციალური პრესკონფერენციაც გაიმართა. პარტიაში აცხადებენ, რომ უმრავლესობის დეპუტატის შვილი, დავით სესიაშვილი, რომელიც ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს, 2015 წელს მომხდარი ქურდობის სავარაუდო მონაწილეა.

ირაკლი სესიაშვილიც და სუს-იც ადასტურებს, რომ დავით სესიაშვილი უწყების საინფორმაციო ანალიტიკურ დეპარტამენტში მუშაობს, თუმცა რაიმე კანონდარღვევა სუს-ს არ აღმოუჩენია.

სისხლის სამართლის ამ კონკრეტული დანაშაულის შესახებ ოპოზიციურ ევროპულ საქართველოში ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დასაქმების პოლიტიკის მიმართ კითხვები უჩნდებათ.

ამის თაობაზე არასამთავრობო სექტორი დამატებით განმარტებებსა და 2015 წელს მომხდარი დანაშაულის გამოძიების შეწყვეტის მიზეზებს ითხოვს. გარდა ამისა, ექსპერტების აზრით, სუს-ი პოლიტიკური მოტივების მიხედვით არ უნდა კომპლექტდებოდეს.

ავტორი: ედიშერ თათელიშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები