18 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
მესამე სექტორი მოსამართლეების მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებების დასჯადად გამოცხადებას მხარს არ უჭერს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო საჯარო კონსულტაციებისთვის ემზადება. განხილვის მთავარი თემა საბჭოს ინიციატივა იქნება, რომლის მიხედვითაც, მოსამართლეების მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები დასჯადი უნდა გახდეს.

სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების მცდელობას, მოსამართლეების მისამართით გამოყენებული ლექსიკონის შეზღუდვის შესახებ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ცენზურად აფასებენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში საგანგებო განცხადებით პასუხობენ და ქარტიის ფუნქციებს ახსენებენ. სამოქალაქო სექტორში თვლიან, რომ იუსტიციის საბჭოს ახალი ინიციატივა კიდევ ერთი მაგალითია იმ პრობლემებისა, რომელიც ზოგადად სასამართლო სისტემაში არსებობს.

ადვოკატთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ დამატებითი სანქციებით იუსტიციის საბჭო საფრთხეს მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებას შეუქმნის. სახალხო დამცველი წარმოდგენილ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.

იუსტიციის საბჭო სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების ჩართულობით საჯარო განხილვებს აანონსებს. უკვე ცნობილია, რომ მესამე სექტორი საჯარო დისკუსიაში მონაწილეობის საჭიროებას ვერ ხედავს.

დღის ამბები