18 ნოემბერი 2024,   21:18
ვრცლად
ევაკუცია ზესტაფონის ქუჩაზე - შენობის დაზიანების ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია

ზესტაფონის 19ა ნომერში მცხოვრებთა ნაწილმა გასული ღამე ახლობლებთან და დროებით სასტუმროებში გაათენეს, თუმცა ნაწილმა შენობის დატოვებაზე უარი თქვა. ევაკუაციის მიზეზი შენობის ერთ-ერთი კოლონის გაბზარვა გახდა, რის გამოც ადგილობრივების შენობაში დარჩენა შესაძლოა საფრთხის შემცველი ყოფილიყო.

შენობის დაზიანების ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. მიმდიანრეობს მისი გამაგრებითი სამუშაოები. ექსპერტიზის დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამაშველო სამსახური და გამგეობის წარმომადგენლები. 

დღის ამბები