18 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
"ბარს მოკიდონ ხელი და ჩვენი ქალაქი გაამწვანონ" - ნარმანია ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს

ოპოზიციური პარტიების განცხადებას ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში ხანძრის ხელოვნურად გაჩენასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერი გამოეხმაურა. დავით ნარმანია ხანძრის ხელოვნურად გაჩენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. თბილისის მერის თქმით, სამი წლის წინ ბუნებრივად გაჩენილი ხანძრის გამო ხეები გადაიწვა.

„ეს არის ნახანძრალი ხეები, როდესაც ზაფხულის განმავლობაში ბალახს გაუჩნდა ცეცხლი და რამდენიმე ხე დაიწვა. სირცხვილია მათი ასეთი ქცევა, როდესაც ისევ დეზინფორმაციით ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. უკეთესი იქნება ჯერ საკითხში გაერკვნენ, მოგვისმინონ და შემდეგ გააკეთონ განცხადებები. კიდევ უფრო უკეთესი იქნება ბარს მოკიდონ ხელი და ჩვენი ქალაქი გაამწვანონ, დარგონ რაც შეიძლება მეტი ხე, თუ ასე შესტკივათ გული ჩვენს ქალაქსა და მის გამწვანებაზე, გაამწვანონ,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომპანია ლისი დეველოპმენტის წარმომადგენლის, ნოდარ ადეიშვილის თქმით, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი მინდორში, ბუნებრივად და არა ხელოვნურად გაჩნდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები