18 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
"აუდიტორია 115", პროფკავშირები და არასამთავრობოები აქციას მართავენ - მათ ქუჩა გადაკეტეს

აუდიტორია 115, პროფკავშირები და არასამთავრობო ორგანიზაციები აქციას მართავენ. უნივერსიტეტის შენობასთან აუდიტორია 115-ის წარმომადგენლები შეიკრებნენ. მათ აქციის მონაწილეებს საკუთარი მოთხოვნები გააცნეს. 

ისინი ქვეყანაში შრომითი ინსპექციის შექმნას, შრომის უფლებების გაზრდას, ადეკვატურ ანაზღაურებას და უსაფრთხო სამუშაო გარემო პირობებს ითხოვენ. 

მათთან ერთად იმყოფება პროფკავშირების ხელმძღვანელიც. აქცია მსვლელობით ვარდების მოედნისკენ დაიძრა, სადაც მათ პროფკავშირების წარმომადგენლები და როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან ჩამოსული არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები შეუერთდებიან. 

ამ წუთას აქციის მონაწილეებს ქუჩა აქვთ გადაკეტილი.

ვარდების მოედნიდან ისინი პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ. 

დღის ამბები