19 მაისი 2024,   09:28
ვრცლად
უკვე მერამდენედ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ისმის საკმაოდ მძიმე ბრალდებები პრეზიდენტის მიმართ - აბაშიშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის ბრალდებებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრეზიდენტს, ოპოზიციურ პარტიებსა და ექსპერტებს, დესტრუქციული გეგმის შემუშავებაში ადანაშაულებს. განცხადება კობახიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.

"უკვე მერამდენედ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ისმის საკმაოდ მძიმე ბრალდებები საქართველოს პრეზიდენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ. ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს კონსტიტუციურ საკითხებზე მსჯელობა საქართველოს მოსახლეობასთან დესტრუქციული ქმედება გონია. გამომდინარე პოლიტიკური კულტურის პრინციპებიდან და ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან, მსგავსი ტიპის საკითხებზე ჩვენი მხრიდან კომენტარი აღარ იქნება," - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.  

დღის ამბები