საქართველოში ბიოსამედიცინო მკვლევარებისთვის გრანტის მოპოვებისა და სამედიცინო წერილების შედგენაზე პირველი რეგიონული კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ამერიკიდან 13 სპეციალისტი ჩამოვიდა.
ჩამოსული სპეციალისტები ქართველ მეცნიერებს საგრანტო აპლიკაციის შედგენისა და სამეცნიერო პუბლიკაციის მომზადების შესახებ პრაქტიკულ სემინარებს ჩაატარებენ.
კონფერენცია ამერიკის ჯანდაცვის ინსტიტუტის მხარდაჭერით იმართება და იგი 5 მაისამდე გაგრძელდება.