სლოგანით იმოქმედე იუსტიციის სამინისტრო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალურ კამპანიას იწყებს. კამპანიის მიზანია მოქალაქეების ინფორმირება და ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურება.
ტრენინგზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. სოციალური კამპანიისთვის შეხვედრები 6 თვის განმავლობაში ყველა რეგიონში ჩატარდება.
იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსანდრე ბარამიძე, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, სტამბოლის კონვეციის რატიფიკაციის შემდეგ, საჭიროა ოჯახში ძალადობის მიმართ საზოგადოებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.