საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე, გიორგი გოგაძე ფიქრობს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი „მიკერძოებულ მხარედ ჩამოყალიბდა“.
სახალხო დამცველის ანგარიშში ე.წ. ციანიდის საქმეზე, რომელშიც მამა გიორგი მამალაძეა ბრალდებული და მხარეებს გაუთქმელობის ხელწერილი აქვთ დადებული, წერია, რომ საქმეში მხარეთა თანასწორობის პრინციპი არ არის დაცული.
პროკურორის მოადგილე აცხადებს, ომბუდსმენის ოფისს პროკურატურიდან საქმის მასალები არ გამოუთხოვია და შესაბამისად ფიქრობს, რომ უჩა ნანუაშვილი დეტალებით არც დაინტერესებულა და დასკვნები ისე გააკეთა.
"ვერანაირად ვერ დავეთანხმები. სახალხო დამცველმა ყველანაირ ზღვარს გადააბიჯა. მიკერძოებულ მხარედ ჩამოყალიბდა ამ კომენტარების გაკეთებისას," - განაცხადა გიორგი გოგაძემ.