აქცია გაიმართა დღეს ქუთაისში ცენტრალურ მოედანთან. შეკრებილები პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანას აპროტესტებდნენ. აქციას ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის წევრებიც ესწრებოდნენ.
პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების წევრი, კობა ნარჩემაშვილი, აცხადებს, რომ პარლამენტი ქუთაისიდან არ გადავა და რეგლამენტით იქნება დარეგულირებული, რომ პარლამენტი იქნება ქუთაისში.
აქციაზე იმყოფებოდა ნიკა მელიაც, რომელმაც განაცხადა, რომ ყველა ქუთაისელის სურვილია, რომ პარლამენტი დარჩეს ქუთაისში.
განცხადება გააკეთა ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრმა, დავით ბაქრაძემაზც.
„არაფერი რეალური ქუთაისლებს ქართულმა ოცნებამ არ შესთავაზა. ამიტომ ჩვენ მიგაჩნია, რომ ქუთაისის უკეთესი მომავალი დაკავშირებულია მის სტატუსთან - როგორც საქართველოს პოლიტიკურ დედაქალაქთან,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.