ხატია დეკანოიძემ საქართველოს მოქალაქეობა დაიბრუნა. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს მოქალაქეობა მას შემდეგ ჩამოართვეს, რაც უკრაინაში მუშაობის პერიოდში პოლიციას ხელმძღვანელობდა და უკრაინული კანონმდებლობით, მაღალ თანამდებობაზე ყოფნის დროს ქვეყნის მოქალაქეობა უნდა მიეღო.
დეკანოიძემ თანამდებობა კიევში 2016 წელს დატოვა და განცხადებით საქართველოს პრეზიდენტს 4 თვის წინ მიმართა, გაიარა ყველა საჭირო პროცედურა, მათ შორის გასაუბრება, რის შემდეგაც ხატია დეკანოიძეს ქართული პასპორტი დაუბრუნდა.
„ჩემს ცხოვრებაში დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი, ახალი ეტაპი. მე დამიბრუნდა საქართველოს მოქალაქეობა და მე ნამდვილად ბედნიერი ვარ ამით. დამიბრუნდა კანონიერად, ვინაიდან ვარ საქართველოში დაბადებული, ჩემი მშობლები აქ ცხოვრობენ, ჩემი სახლი აქ არის, ეს არის ჩემი სამშობლო. გარდა ამისა, ეს მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ჩემი ქვეყნის განვითარებაში კიდევ უფრო აქტიური წვლილი შევიტანო,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.