18 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
ბატონებო, ქვეყანას, საქმეს მიხდეთ, სასამართლო დღეს ქვეყანაში აღარ არსებობს - ზაზა ბიბილაშვილი

„ისინი ამბობენ, რომ თურმე რუსთავი2-ის საქმეზე გაკეთებულმა განცხადებებმა სასამართლოს რეპუტაცია დააზიანა,“ - ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ზაზა ბიბილაშვილმა, არჩევანის პირდაპირ ეთერში მოსამართლეთა და სასამართლო გადაწყვეტილებების გაშუქების საკითხზე საუბრისასა გააკეთა.

მისი აზრით, იმის მოთხოვნა, რომ მოსამართლეები შეფასებებისგან განსაკუთრებული წესით იყვნენ დაცულები, „უტიფრობაა“.

„ბოდიში, ბატონებო, შტურვალს მიხედეთ, ქვეყანას მიხედეთ, საქმეს მიხდეთ. სასამართლო დღეს ქვეყანაში აღარ არსებობს და ისინი დისკუსიობენ თურმე დღეს, თურმე როგორ უნდა დარეგულირდეს ამა თუ იმ ადამიანის მიერ მოსამართლის ღირსების დაცვა, რომელიც ამ კორპუსს, სამწუხაროდ, არ გააჩნია,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

მისი თქმით, დისკუსია ამ საკითხზე უკვე ამ ხელისუფლების ღირებულებებს აღწერს.

„ამ ადამიანებს სურთ, ცენზურით, ძალადობით გააკეთონ ის, რომ ჩვენ უბრალოდ გვალაპარაკონ, როგორც რუსეთში არის, როგორც ჩრდილოეთ კორეაში არის,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები