18 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
2016 წლის 9 დეკემბრიდან 2017 წლის 31 იანვარამდე სახელმწიფო უწყებებიდან 2 300 ადამიანი გაათავისუფლეს-საიას კვლევა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სახელმწიფო უწყებებში ოპტიმიზაციის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე საუბრობს. არასამთავრობო ორგანიზაცია კვლევას აქვეყნებს, სადაც თავმოყრილია ხუთი სამინისტროს მონაცემები.

კვლევა 2016 წლის 9 დეკემბრიდან 2017 წლის 31 იანვარის პერიოდს მოიცავს.

კვლევის მიხედვით, სახელმწიფო უწყებებიდან 2 300 თანამშრომელია გათავისუფლებული, აქედან ყველზე მეტი 2250 თანამშრომელი, მხოლოდ თავდაცვის უწყებიდან არის.

საიაში აცხადებენ, რომ საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლების პროცესი არ იყო გამჭვირვალე. უწყებებში გათავისუფლებულ თანამშრომლებს, სამსახურიდან გაშვების მიზეზი არ განუმარტეს და ისინი დაუსაბუთებლად გამოუშვეს.

საია-ს იურისტთა განცხადებით, რამდენიმე სამინისტრომ ოპტიმიზაციის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არც მიაწოდა.

„სამინისტროს არ ჰქონდა ნათელი კრიტერიუმები თუ როგორ უნდა აერჩიათ რეორგანიზაციის საფუძველზე გასათავისუფლებელი საჯარო მოხელე. საჯარო მოხელეები ზოგიერთ შემთხვევაში ამბობენ, რომ პოლიტიკური ნიშანი იყო მათ შემთხვევები, ზოგიერთ შემთხვევაში მათთვისაც გაუგებარი და ბუნდოვანია რატომ მოხდა მათ გათავისუფლება.

"გვაქვს დავები თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რეგიონალური და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინააღმდეგ და ასევე იუსტიციის სამინისტროს სიპის, აღსრულების ეროვნული ბიუროს წინააღმდეგ, სადაც საჯარო მოხელეები თვლიან, რომ მათი კანდიდატურების შერჩევა პოლიტიკური ნიშნით მოხდა,“-განაცხადა ნინო ცუხიშვილმა. 

დღის ამბები