პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რევაზ არველაძე ფიქრობს, რომ ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდა მოსალოდნელია, რადგან გაზის სექტორში ბოლო პერიოდში დიდი რაოდენობით ინვესტიცია განხორციელდა და ამას ლარის კურსის ცვლილებაც უწყობს ხელს.
„2005 წლის შემდეგ საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელდა, მრავალმილიონიანი ინვესტიციები გაზის სექტორში და მეორე, ლარის კურსის ცვლილება დოლართან მიმართებაში. ეს ორი ძირითადი მიზეზი არის, რის გამოც ობიექტურად უნდა გაიზარდოს გაზის ტარიფი,“ - განაცხადა რევაზ არველაძემ.
მისი აზრით, გაზის საფასური უფრო მეტად რეგიონებში გაძვირდება, რადგან იქ გაცილებით უფრო დიდი ინვესტიციები განხორციელდა.