18 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
გაუარესებული ადამიანის უფლებათა დაცვითი სტანდარტები-EMC საკოსნტიტუციო ცვლილებებს აფასებს

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი აფასებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია დეტალურად მიმოიხილავს კომისიის მუშაობას და აქცენტს იმ საფრთხეებზე აკეთებს, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას შესაძლოა მოჰყვეს.

"პოლიტიკური ხელისუფლებისა და მმართველობის მოდელთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს პლურალისტული პოლიტიკური გარემოს შექმნას და უფრო მეტად მორგებულია არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის ინტერესებსა და ძალაუფლების კონსოლიდაციაზე," - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ყურადღებას ადამიანის უფლებებსა და ქორწინებაზეც ამახვილებენ და მას პოლიტიკურ მანიპულაციად მიიჩნევენ.

„დებატი პროექტის შემუშავების დროს იყო ძალიან მაღალი სოციალური უფლებების დაცვის მიმართულებით. შეიძლება ითქვას, რომ არსებით გაუარესება გვაქვს ადამიანის უფლებათა დაცვითი სტანდარტები სწორედ ამ ნაწილში. გარდა ამისა ცხადად პრობლემური გვგონია ქორწინების ცნების განსაზღვრა კონსტიტუციით, როდესაც ამგვარი საჭიროება არ არსებობდა,“-განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი ლინა ღვინიანიძემ.

დღის ამბები