18 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
ირანში ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა

ირანში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად, სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა, 70-მდე კი დაშავდა, ამის შესახებ Reuters წერს. 30 დაშავებული უკვე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონ გოლესტანში მოხდა. გავრცელებული ცნობით, დაღუპულები ის მაღაროელები არიან, რომლებიც გვირაბში იმყოფებოდნენ და აფეთქების შემდეგ მიწის ქვეშ მოყოლილ 32 კოლეგამდე მისვლას ცდილობდნენ. ისინი 1300 მეტრის სიღრმეზე იმყოფებიან.

აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა ჯგუფებმა ჯერჯერობით მხოლოდ მაღარომდე მისასვლელი გვირაბის 600-მეტრიანი მონაკვეთი გაწმინდეს.

შემთხვევის ადგილიდან ფოტოს Reuters აქვეყნებს.

დღის ამბები