18 ნოემბერი 2024,   21:19
ვრცლად
სააპელაციო სასამართლოში ე.წ. კორტების საქმის განხილვა მიმდინარეობს

ამ წუთებში სააპელაციო სასამართლოში ე.წ. კორტების საქმის განხილვა მიმდინარეობს. ბრალდებული ირაკლი ფირცხალავა მოსამართლეს დასკვნითი სიტყვით მიმართავს. ის აცხადებს, რომ პროკურატურის მოწმეების ჩვენებები შეუსაბამოა.

ბრალდებულის თქმით, საქმის რამდენიმე მოწმემ ჩვენება პროკურატურის სასარგებლოდ გარკვეული დივიდენდების სანაცვლოდ მისცა. ირაკლი ფირცხალავა აცხადებს, რომ პირველ ინსტანციაში ე.წ. კორტების საქმის განმხილველი მოსამართლე კოჭლამაზაშვილი მოსყიდული იყო.

ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვის შემდეგ, სააპელაციო სასამართლოში მხარეების რეპლიკები იქნება.

დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ ე.წ. კორტების საქმეზე პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გამამართლებელით შეიცვლება.

პროკურატურას კი მოლოდინი აქვს, რომ სააპელაციო სასმართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 30 ოქტომბერს ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძეს მოსამართლემ პატიმრობის 12-12 წელი მიუსაჯა.

სააპელაციო სასამართლოში ე.წ. კორტების საქმის განხილვა უკვე 1 წელია გრძელდება.

დღის ამბები