18 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
"მერიის თანამშრომლებს და პირადად მერს აინტერესებს მხოლოდ ჯიბის გასქელება" - გიორგი ვაშაძე

ხმელნიცკის ქუჩაზე არსებული ყოფილი კულტურის სახლის, ავარიული შენობის მდგომარეობაზე ისაუბრა ახალი საქართველოს ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. მისი განცხადებით, შენობა ორი წლის წინ დაიწვა და თუ მისი რეაბილიტაცია არ მოხდა, შენობა იქ მცხოვრებთათვის საფრთხის შემქმნელია.

გიორგი ვაშაძე მერიის სამსახურებს პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს.

„ეს არის სამწუხარო ფაქტი, როცა მერიის თანამშრომლებს და პირადად მერს, დავით ნარმანიას აინტერესებს მხოლოდ ჯიბის გასქელება და არ აინტერესებს ის პრობლემები, რაც ქალაქშია,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები