პრემიერმინისტრი დღეს საჰაერო ხომალდების ტექნიკური დათვალიერების ცენტრის გახსნას დაესწრო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ცენტრთან ერთად პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელიც გაიხსნა, სადაც სერტიფიცირებული სპეციალისტები მომზადდებიან, რომლებიც ხომალდების კაპიტალურ რემონტზე იმუშავებენ.
პრემიერთან ერთად დღევანდელ პრეზენტაციას მინისტრთა კაბინეტის წევრები, ბიზნესმენები და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.
„ეს იქნება რეგიონული დანიშნულების ობიექტი, სადაც მოხდება თანამედროვე ხომალდების ბოინგ 737-ის ტიპის და ზომის ხომალდების და სხვა წარმოების ხომალდების გარემონტება, ასევე ამ ცენტრთან ერთად გაიხსნა პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი, სადაც მოხდება თანამედროვე სერტიფიცირებული სპეციალისტების მომზადება, რომლებიც იმუშავებენ ხომალდების კაპიტალურ რემონტზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის საკვანძო ფუნქციის განვითარებისთვის. ეს იქნება ძალიან ბევრი დამატებითი სამუშაო ადგილი,“ - განაცხადა პრემიერმა.