18 ნოემბერი 2024,   21:19
ვრცლად
"ელიავას პარკის" საინიციატივო ჯგუფის წევრები ელიავას ბაზრობის გადატანას ითხოვენ

ელიავას პარკის საინიციატივო ჯგუფის წევრები ელიავას ბაზრობის გადატანას ითხოვენ. აგლაძის ქუჩის მცხოვრებლები ანტისანიტარიასა და სხვადასხვა სახის დაავადების მიზეზად, სწორედ ბაზრობას ასახელებენ.

ისინი თბილისის მთავრობას წინადადებით მიმართავენ. მათი მოთხოვნაა, რომ ელიავას ბაზრობა ქალაქიდან მოშორებით განთავსდეს, ამ ადგილას კი რეკრეაციული ზონა გაშენდეს.

„ისეთი მდგომარეობაა, დღესდღეობით, რომ ტოქსიკური ნივთიერებებით არის გაჯერებული თითოეული ჩვენგანის ორგანიზმი,“ - აცხადებს ელიავას პარკის საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე, ეკატერინე ჯგუშია.

დღის ამბები