18 ნოემბერი 2024,   21:21
ვრცლად
აქცია ოზურგეთში - ადგილობრივები გაუმართავი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას იწყებენ

ოზურგეთი-ურეკის ავტომაგისტრალი ორი საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო. მოსახლეობა მერიისგან გზის სარემონტო სამუშაოების სასწრაფოდ დაწყებას ითხოვს.

მათი თქმით, სოფელში ინფრასტრუქტურის მხრივ გაუსაძლისი პირობებია. ადგილობრივების თქმით, რამდენიმე თვეა, რაც მშენებლობის დაწყებას ჰპირდებიან, თუმცა დროში საკმაოდ გაიწელა.

ადგილობრივები სატვირთო მანქანებისთვის ალტერნატიული გზის აუცილებლობაზეც ამახვილებენ ყურადღებას.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის თქმით, ასფალტის დაგება მომავალი კვირიდან დაიწყება. 

დღის ამბები