TBC ბანკისა და ბანკ რესპუბლიკას გაერთიანება დასრულდა. დღეს 18:00 საათის შემდეგ ბანკი რესპუბლიკის სერვისები აღარ იმუშავებს, მომდევნო ორი დღის განმავლობაში გარკვეული შეფერხებები იქნება TBC ბანკის სერვისებზე.
8 მაისიდან კი, ბანკის ყველა სერვისი სრულად აღდგება და ბანკი რესპუბლიკის კლიენტებს წვდომა ექნებათ TBC ბანკის სრულ პროდუქტებსა და სერვისებზე.