კომპანია ატლასგლობალმა ქოლგა თბილისი ფოტოს ფარგლებში საქართველოში ფოტოგრაფები ჩამოიყვანა. საერთაშორისო ავიკომპანიის მიზანი ქოლგაზე მონაწილე უცხოელი ფოტოგრაფებისთვის საქართველოს გაცნობაა.
პრეზენტაციაზე, რომელიც სპეციალურად სტუმრებისთვის გაიმართა, ნაჩვენები იქნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებული საქართველოს სარეკლამო კლიპები.
ქოლგა თბილისი ფოტოს ფარგლებში ასევე იგეგმება ინფო-ტურები მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტის მიზანია საქართველო უცხოელი ფოტოგრაფების პორტფოლიოში გაჩნდეს, როგორც მრავალფეროვანი და ტურისტებისთვის მიმზიდველი ქვეყანა.
უკვე მეორე წელია ატლასგლობალი ქოლგა თბილისი ფოტოს მხარდამჭერია.