18 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
საქართველო C ჰეპატიტის მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტს ბელარუსს უსასყიდლოდ გადასცემს

საქართველოს ხელისუფლება C ჰეპატიტის მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტს ბელარუსის მთავრობას უსასყიდლოდ გადასცემს. მედიკამენტ სოვალდის 1500 ბოთლით დაახლოებით 500 პაციენტის მკურნალობა იქნება შესაძლებელი.

გადაწყვეტილება ქართულმა მხარემ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში C ჰეპატიტს უკვე პრეპარატ ჰარვონით მკურნალობენ, სოვალდის დარჩენილი მარაგი კი მეგობარი ქვეყნის მოსახლეობას მოხმარდება.

დღის ამბები