18 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
მამუკა ახვლედიანი მმართველი გუნდის წევრებისგან ბოდიშის მოხდას და 10 ათას ლარიან კომპენსაციას ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა, სარჩელი საქალაქო სასამართლოში ოფიციალურად დღეს შეიტანა. საჯარო განცხადებები, რის გამოც მამუკა ახვლედიანი მმართველი გუნდის წევრებს ღირსებისა და პატივის შელახვაში ადანაშაულებს, მან დღეს საქალაქო სასამართლოს სარჩელთან ერთად გადასცა.

მამუკა ახვლედიანი თეა წულუკიანის, ეკა ბესელიას, მამუკა მდინარაძის, არჩილ თალაკვაძის, ზვიად ძიძიგურისა და ლევან გოგიჩაიშვილისგან ბოდიშის მოხდას და თითოეულისგან 10 ათას ლარიან კომპენსაციას ითხოვს.

მამუკა მდინარაძე დღეს ერთადერთი იყო, რომელიც მის წინააღმდეგ დაწყებულ სასამართლო დავას გამოეხმაურა. ქართული ოცნების სხვა დეპუტატებმა ახვლედიანის ბრალდებები უპასუხოდ დატოვეს.

საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ მისი სარჩელის განსახილველად სასამართლოს გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდება.

დღის ამბები