18 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
საგანგებო ბრიფინგი ენმ-ის ზუგდიდის ოფისში - პარტია მოსახლეობის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს

ენმ-ის ზუგდიდის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. ენმ-ის ზუგდიდის ოფისის თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელმა გუბერნატორი ლევან შონია და ტყის ძმების ხელმძღვანელი, დავით შენგელია, მოსახლეობის დაშინებაში დაადანაშაულა.

ბრიფინგზე ენმ-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გუბერნატორი დაჯგუფების ხელმძღვანელთან ერთად მოსახლეობას მიწების ჩამორთმევით ემუქრება. ასევე, პარტიაში განაცხადეს, რომ რეგიონში არსებულ ყველა მსხვილ ბიზნესს გუბერნატორი აკონტროლებს.

ამჟამად კი, როგორც პარტიის რეგიონალური ოფისის წევრმა აღნიშნა, რომ ზუგდიდის რაიონში დავით შენგელია მოსახლეობას მიწების გაყიდვას მინიმალურ ფასებში აძალებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ემუქრებიან, რომ მათი ოჯახის წევრებს გაუსწორდებიან.

მათი განცხადებით, მიწების გასხვისების თაობაზე მოსახლეობა ფინანსურ პოლიციაშიც კი ჰყავდათ დაბარებული, სადაც აღნიშნული ქონების შესახებ დეტალურად გამოკითხეს.

ენმ-ის პარტიის წევრი, ვარაუდობს, რომ განმუხურში არსებული მიწის მეპატრონე, სადაც ბიძინა ივანიშვილს დენდროლოგიური პარკისთვის საჭირო მასალების შესანახი საწყობი ჰქონდა, აშშ-ში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეა. ამ ფაქტის გამო, საწყობის დაცლა მოუწიათ და ოლიგარქმა ამ ტერიტორიის მიმდებარე მიწების შესყიდვა გადაწყვიტა. ენმ სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინტერესს უკავშირებს მოსახლეობისთვის მიწების დაბალ ფასში გაყიდვის დაძალებას. 

დღის ამბები