ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისში დღეს აჭარის რევოლუციის 13 წლისთავი აღნიშნეს.
2004 წლის 6 მაისს ხალხმრავალი აქციების შემდეგ ავტონომიური რესპუბლიკის მაშინდელი მეთაური ასლან აბაშიძე თანამდებობიდან გადადგა და საქართველო დატოვა.
ღონისძიებას ლევან ვარშალომიძეც დაესწრო. ლევან ვარშალომიძე ასევე გამოეხმაურა პარტიის ყოფილი წევრის, ირაკლი ჩვხირკიას, დაკავების ფაქტს. მისი თქმით, ბათუმის აქციაზე ჩხკირკია დილის 5 საათზე მივიდა.