18 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
დასუფთავების კამპანია "სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა" ამჟამად იმერეთის რეგიონში გრძელდება

დასუფთავების კამპანია სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა ამჟამად იმერეთის რეგიონში გრძელდება. კამპანიის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე, ქუთაისის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქციას შეუერთდა.

დასუფთავების აქცია მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ორგანიზებით მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონში ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას და ჯანსაღი გარემოს შექმნას.

აქციის მონაწილეებმა ნიკეას ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.

დღის ამბები