ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიების მიზანია გადაშენებული, ან გადაშენების პირას მყოფი ქართული ვაზის ჯიშების პოპულარიზაცია და ბაზარზე მათი სამრეწველო მიმართულებით დაბრუნება.
პრეზენტაციას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და მეღვინეები ესწრებოდნენ.