18 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
ფალიაშვილზე მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს - ისინი პასუხისმგებლობას მერიას აკისრებენ

ფალიაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მშენებლობისას უსაფრთხოების ზომების დაცვა არ ხდება. ფალიაშვილზე 8-სართულიანი სახლიდან რამდენიმე სანტიმეტრში 10-სართულიან კორპუსს აშენებენ.

ფალიაშვილის 63 ნომერში მიმდინარე მშენებლობის მსგავსად, სხვა უბნებშიც არის შემთხვევები, როცა მრავალსართულიანი სახლები უკვე არსებული კორპუსების წინ შენდება.

ადგილობრივების თქმით, ნებართვა მშენებელზე 2016 წელს გაიცა, ხოლო მერიამ სამშენებლო კოეფიციენტი ორნახევრიდან 6-მდე ხელოვნურად გაზარდა. დავით ნარმანია არსებულ სამშენებლო პრობლემებს წინა ხელისუფლების მიერ გაცემულ ნებართვებს უკავშირებს.

საკრებულოს წევრის, სევდია უგრეხელიძის, თქმით, თუ მერიის წინა ხელმძღვანელობა მშენებლობის ნებართვებს არასწორად გასცემდა, ამის გამოსწორების ბერკეტები დედაქალაქის ახლანდელი მთავრობის ხელშია.

სპეციალისტების შეფასებით, თბილისის სხვადასხვა უბანში განაშენიანება ქაოტურად მიმდინარეობს, რის გამოც ქალაქის განვითარებას ხელი ეშლება.

წლის განმავლობაში რამდენი სამშენებლო ნებართვა გაიცემა, ამ დროისთვის უცნობია. მსოფლიო ბანკის 2014 წლის მონაცემებით კი, სამშენებლო ნებართვების გაცემის სიმარტივით თბილისი მესამე ადგილზეა.

დღის ამბები