საქართველოში ევროპის დღეები დაიწყო. ევროკავშირის წარმომადგენლობა წევრი ქვეყნების საელჩოებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, ევროპის დღეს რიყის პარკში აღნიშნავს.
რიყის პარკში, ევროპული სოფელი ცოტა ხნის წინ გაიხსნა. ადგილზე ევროკავშირის წევრი 18 ქვეყნის სტენდია წარმოდგენილი. საელჩოებისა და საკონსულოების წარმომადგენლები ადგილობრივებს აცნობენ ინფორმაციას ევროპის ქვეყნებში არსებული განათლების სისტემასთან და სტუდენტური პროგრამებთან დაკავშირებით.
დღესვე რიყის პარკში ელოდებიან საქართველოს პრეზიდენტს. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი ადგილზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართავს.
ევროპული დღეები საქართველოში კიდევ ორი კვირის განმავლობაში აღინიშნება. დედაქალაქთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებები რეგიონებშიც გაიმართება.