18 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე - გორის რაიონში მამაკაცი ცემით მოკლეს

გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში ურთიერთშელაპარაკებისას 1 მამაკაცი ცემით მოკლეს. ჩხუბში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა, მკვლელობის დროს იარაღი გამოყენებული არ არის. მამაკაცი სავარაუდოდ მოუხერხებელი დაცემის გამო დაიღუპა.

როგორც რუსთავი 2-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჩხუბის მეორე მონაწილე უკვე დააკავეს. მკვლელობის მომენტში მამაკაცი სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წაუყენეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

დღის ამბები