18 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
სტიქია ახმეტში - ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ რამდენიმე სოფელი დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ ახმეტის რაიონის სოფლები დააზარალა. სტიქიამ ქისტაურში, ახშანსა და ხოდაშენში ვენახები დააზიანა.

ადგილობრივების ინფორმაციით, წვიმა და სეტყვა 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. მათივე თქმით, განადგურდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიც.

ახმეტის რაიონის გამგებლის, ბექა ბაიდაურის ინფორმაციით, ზიანის ხარისხი და ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. მისივე თქმით, ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია მუშაობას ხვალ დილიდან დაიწყებს.

დღის ამბები