18 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
ქართველი დიზაინერები ყურადღების ცენტრში - თბილისი Mercedes-Benz მოდის კვირეულს მასპინძლობს

ბოლო დღეებში ქართველი დიზაინერები კიდევ ერთხელ მოექცნენ ყურადღების ცენტრში -თბილისი კიდევ ერთხელ მასპინძლობს Mercedes-Benz Fashion Week-ს.

ღონისძიების მონაწილეებს შორის ბევრი კარგად არის ცნობილი საერთაშორისო მოდის სამყაროსთვის და უკვე თავის საზღვარგარეთულ კარიერაზეც მუშაობს.

Mercedes-Benz Fashion Week-ს საერთაშორისო მედიის 41 წარმომადგენელი სტუმრობს. მოდის კვირეულის ფარგლებში  დაგეგმილია ჩვენებები, გამოფენები, ინსტალაციები. ზუსტად ამიტომ, Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულის მეხუთე სეზონი განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

ამ დროისთვის უკვე 31-მა დიზაინერმა 2017-18 წლის შემოდგმა-ზამთრის კოლექცია აჩვენა.

ავტორი: ანანო ბაკურაძე. 

დღის ამბები