ზუგდიდში თამბაქოს ქარხანა აფეთქდა. მომხდარის მიზეზი სავარაუდოდ მოკლე ჩართვა იყო, თუმცა ეს ვერსია ოფიციალურად ამ დრომდე არ დასტურდება.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით მომხდარის შედეგად არავინ დაზარალებულა. მაშველები ნანგრევებში შენობაში აფეთქებამდე სავარუდოდ მყოფ ერთ ადამიანს ეძებენ, თუმცა იყო თუ არა ის ქარხანაში დაზუსტებული არ არის.
შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებული არიან მეხანძრე მაშველები.