18 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
ავარია რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე - დაღუპულია ერთი ადამიანი

ავარიას რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა წინასწარი ინფორმაციით, ორი მსუბუქი ავტომანქანის შეჯახებას მოყვა. ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილზე სასწრაფო დახმარების და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. დაშავებულები სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს, ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.
ავტომაგისტრალზე ავარიის გამო შეფერხებული იყო ტრანსპორტის მოძრაობა.

დღის ამბები