18 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
მამა გიორგი მამალაძის მონახულებას ადვოკატები გეგმავენ

სასამართლო პროცესის შემდეგ, მამა გიორგი მამალაძის მონახულებას დღეს მისი ადვოკატები გეგმავენ. როგორც აცხადებენ, მომავალი პროცესისთვის დაცვის სტრატეგია უნდა შეათანხმონ, მათ შორის კვლავ დააყენებენ შუამდგომლობას პროცესის გახსნაზე.

გიორგი ფანცულაიას განცხადებით, სასამართლო მიკერძოებულია, რადგან დაცვის მხარის არცერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

„რეალურად იმიტომაც დაიხურა სასამართლო პროცესები, რადგან პროკურატურა აბსურდულ პოზიციებს აფიქსირებდა და შემდეგ მოსამართლე ამ აბსურდულ პოზიციებს იზიარებდა,“ - აცხადებს გიორგი ფანცულაია.  

დღის ამბები