ევროპის დღეების ფარგლებში სემინარი სახელწოდებით მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ გაიხსნა. პედაგოგებს შესაძლებლობა აქვთ ინფორმაცია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისა შესახებ მიიღონ. გამარჯვებული პროექტების ავტორები კი ესტონეთში გაემგზავრებიან.
„ამგვარი ტრენინგები პედაგოგებს აძლევს იმის საშუალებას, რომ მეტი ინფორმაცია მიიღონ ევროატლანტიკურ ღირებულებებთან, პროცესებთან დაკავშირებით, რომლებსაც ძალიან ინტენსიური ხასიათი მიეცა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით და შემდეგ მიიტანონ ეს ინფორმაცია მოსწავლეებამდე,“ - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიქტორ დოლიძემ.