18 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
საქმეში არსებობს მთელი რიგი სერიოზული დარღვევები - სახალხო დამცველი ე.წ. ციანიდის საქმეზე საუბრობს

დეკანოზი გიორგი მამალაძის ადვოკატები სახალხო დამცველს შეხვდნენ. უჩა ნანაუშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ სკანდალურ ე.წ. ციანიდის საქმეში მრავალი დარღვევა დაგროვდა. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სხდომის დახურვით სასამართლომ საზოგადოებას სენსიტიურ საქმეზე ინფორმაციიის მიღება არასამართლიანად შეუზღუდა.

„საქმეში, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ არსებობს მთელი რიგი სერიოზული დარღვევები ჩვენი გადმოსახედიდან. ჩვენ ადვოკატებთან გვქონდა საუბარი კონკრეტულ საკითხებზე. სახალხო დამცველს სამწუხაროდ, იმის უფლებამოსილებაც აღარ აქვს, რომ დააკვირდეს სასამართლო პროცესებს. ანუ კიდევ ერთი უფლება და კიდევ ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი სახეზეა და ეს რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს ზოგადად საზოგადოების ნდობაზე ამ ორგანოების მიმართ,“ - აცხადებს სახალხო დამცველი.

 

დღის ამბები