ქობულეთში წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ პრობლემებს აპროტესტებს ნაციონალური მოძრაობა. მათი თქმით, უკვე 6 თვეა არსებული ტექნიკური პრობლემების გამო წყალშემკრები ავზი არ მუშაობს, გათიშულია რამდენიმე ჭაბურღილიც.
ოპოზიცია შიშობს, რომ ტურისტული სეზონის დაწყებისთანავე, როცა წყლის მოხმარების ოდენობა გაიზრდება, ქალაქი 24 საათიანი წყალმომარაგებით ვეღარ ისარგებლებს. ისინი აჭარის მთავრობას ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებენ. ხელისუფლებაში კი ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ არანაირი ტექნიკური პრობლემები არ არის.