18 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები - სამოქალაქო სექტორმა დოკუმენტი ვენეციის კომისიას გადაუგზავნა

სამოქალაქო სექტორმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას დოკუმენტი უკვე გადაუგზავნა. ოთხი არასამთავრობო ორგანზიაციის მიერ შემუშავებულ 13 გვერდიან წერილში შეფასებულია საკონსტიტიუციო კომისიის მუშაობა, ასევე წარმოადგენილია დამოკიდებულება კომისიის მიერ მიღებული ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით.

საერთშორიო გამჭვირვალობა, სამართლიანი არჩევნები, საია და ფონდი ღია საზოგადოება ცვლილებების პრეოქტის შეფასებით ნაწილში აქცენტს საარჩევნო სისტემაზე, პრეზინდეტის არჩევის წესსა და ქორწინების განსაზღვრაზე აკეთებენ.

 

„მანდატების განაწილების წესში ბუნებრივია, ჩვენი უმთავრესი და ყველაზე მისაღები ალტერნატიული ვერსია იქნება მანდატების განაწილება პროპორციულად ყველა პარტიას შორის, რომელიც გადალახავს. პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია უცვლელია და ბუნებრივია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ პირდაპირი წესით არჩევას,“ - აცხადებს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს საპარლამენტო მდივანი ხაზს უსვამს, რომ დოკუმენტში ძირითადი აქცენტი გაკეთებულია საარჩევნო სისტემაზე.

"მმართველმა ძალამ არა ერთხელ აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის ყველა შენიშვნა იქნებოდა გათვალისწინებული. ჩვენ, იმედი გვაქვს, რომ ეს დანაპირები შესრულდება და ჩვენი აზრით, იმდენად ცხადია უსამართლო საარჩევნო სისტემა, რომ ეს ნაწილი აუცილებლად მოხვდება ვენეციის კომისიის დასკვნაში," - აღნიშნა ლიკა საჯაიამ. 

 

ვენეციის კომისიასთან ერთად, დოკუმენტი დაეგზავნა სხვა საერთაშორისო მისიებსა და დიპლომატიურ უწყებებს.

 

დღის ამბები