18 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
ფაშიზმზე გამარჯვების დღე - ვაკის პარკში ომის ვეტერანები იკრიბებიან

72 წლიანი ტრადიცია - ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად ვაკის პარკში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები იკრიბებიან.

უცნობი ჯარისკაცის საფლავზე გვირგვინი მიიტანა საქართველოში უკრაინის ელჩმა. პარკში ელოდებიან ხელისუფლების წევრებსაც.

მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, ერთჯერადი სოციალური ფულადი დახმარების სახით, 600 ლარს, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები კი, 300 ლარს მიიღებენ.

„დღეს საქართველოში ნაცისტების წინააღმდეგ ომის დასრულებას ყველა საელჩო აღნიშნავს. ჩვენ გვახსოვს რა მსხვერპლი გაიღო უკრაინამ და საქართველომ. ეს ჩვენთვის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ახსოვთ ის უკრაინელები, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს მეორე მსოფლიო ომში, აფხაზეთსა და 2008 წლის ომის დროსაც,“-განაცხადა უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვიმ.

მეორე მსოფლიო ომი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო. მას 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის, დაახლოებით 300 ათასი საქართველოდან იყო.

დღის ამბები