18 ნოემბერი 2024,   22:21
ვრცლად
ღამის მგლების ჯგუფმა ვერ შეძლო თბილისში მასშტაბური პერფორმანსის გამართვა - შსს

დღეს ვაკის პარკში, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, ე.წ. ღამის მგლების წევრი ბაიკერები მივიდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. უწყებაში განმარტავენ, რომ ჯგუფის წევრი ბაიკერები საქართველოში ლეგალური დოკუმენტაციითა და ყოველგვარი ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე შემოვიდნენ.

„ქვეყანაში ყოველდღიურად, ტურისტული და ტრანზიტული მიზნით, სხვადასხვა ქვეყნიდან ათობით ბაიკერი შემოდის. აღნიშნულ ტურისტულ ჯგუფებთან ერთად, სხვადასხვა დროს, საქართველოში, ლეგალური დოკუმენტაციითა და ყოველგვარი ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე, შემოვიდა რამდენიმე ერთეული, დაახლოებით 2-3 ბაიკერი. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საზღვარზე ამ ადამიანებს ღამის მგლების არანაირი ატრიბუტიკა არ გააჩნდათ. შსს-ს მოქმედებების შედეგად, რუსი ბაიკერების - ღამის მგლების ჯგუფმა ვერ შეძლო თბილისში მასშტაბური პერფორმანსის გამართვა. უწყება მომავალშიც არ მიესალმება მსგავსი ჯგუფების საქართველოში ვიზიტს,” - ნათქვამია განცხადებაში. 

ღამის მგლების წევრი ბაიკერები საქართველოს დღეს ტოვებენ. მათ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, რომ ქვეყანაში ფაშიზმზე გამარჯვების 72 წლისთავთან დაკავშირებით იმყოფებიან.

ღამის მგლების შესახებ ფოტორეპორტაჟის სანახავად გადადით ბმულზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები