9 მაისის აღსანიშნავად დღეს გორში წითელი დროშები ფრიალებდა. კომუნისტური პარტიის წევრები დილიდან ორგანიზებულად შეიკრიბნენ და საზეიმო მსვლელობით მივიდნენ სტალინის მუზეუმთან.
პარტიის წევრებმა მიტინგი გამართეს და ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს. მიტინგის მონაწილეებს რუსული არმიის იმპერიალისტური სამხედრო ორდენის, წმინდა გიორგის ორდენის ლენტები და პიონერის ყელსახვევები ეკეთათ.
კომუნისტური პარტიის მიერ გამართულ მსვლელობას ახალგაზრდების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. მათი თქმით, დღევანდელი მსვლელობა შეუსაბამოა, განსაკუთრებით კი იმ ადგილას, სადაც 2008 წელს ბომბები ცვიოდა.