18 ნოემბერი 2024,   21:20
ვრცლად
ევროპის დღეების ფარგლებში ინგლისური ენის კონკურსის ფინალისტები ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში დააჯილდოვა

ბრიტანეთის საბჭოსა და გორის მერიის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ევროპის დღეების ფარგლებში მიმდინარე კონკურსის ფინალისტები ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში დააჯილდოვა.

„ამჟამად დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ძალიან თბილი, აქტიური ურთიერთობები არსებობს და, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კავშირია ინგლისური ენა და შექსპირი. ამიტომ მე ძალიან მოხარული ვარ აქ ყოფნის,“ - აცხადებს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაქენზი სმიტი.

ინგლისური ენის კონკურსის თემა წელს იყო შექსპირი და ის რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა.

დღეს კი ფინალისტთა შორის გამარჯვებული გამოვლინდა, რომელიც სასწავლებლად დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება. 

დღის ამბები