სუხიშვილები თბილისური კონცერტისთვის ემზადებიან. ანსამბლი ილიკო სუხიშვილის 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით კიდევ სამ წარმოდგენას გამართავს, რის შედეგად ქართული ნაციონალური ბალეტი ხანგრძლივ გასტროლზე გაემგზავრება.
თბილისში მაყურებელს საშუალება ექნება, ის 16 ნომერი ნახოს, რომლებმაც ქართული ნაციონალური ბალეტის დაარსების დღიდან ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა.
სუხიშვილების კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 11, 12, და 13 მაისს გაიმართება.