18 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
4 მეშახტე, დაახლოებით, 400 მეტრის სიღრმეზე ჩავარდა - მინდელის მაღაროს დირექტორის პირველი კომენატრი

მინდელის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ მაღაროს დირექტორმა პირველი კომენტარი გააკეთა. მისი ინფორმაციით, 4 მეშახტე, დაახლოებით, 400 მეტრის სიღრმეზე ჩავარდა და ახლა მათ ამოსაყვანად სამუშაოები უნდა დაიწყოს.

ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული. ამ ეტაპზე, სამაშველო სამუშაოების დასაწყებად, მაღაროში განათებას ამონტაჟებენ. 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი, ლინა ღვინიანიძე აცხადებს, რომ პირველადი ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოს შესრულების დროს, ტექნიკა, რომელზეც მუშები იდგნენ, მოწყდა და ქვევით სიღრმეში ჩავარდა. 

„ამან განაპირობა ის, რომ ისინი გადაცვივდნენ. არსებობს ინფორმაცია, რომ ტექნიკური გაუმართაობა შეიძლება ყოფილიყო ამ შემთხვევის მიზეზი,“ - განაცხადა ლინა ღვინიანიძემ. 

რუსთავი2-ის ინფორმაციით, მაღაროში აფეთქება არ მომხდარა და მეშახტეები სიმაღლიდან სარემონტო სამუშაოების დროს ჩაცვივდნენ. 

შსს-ს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

შსს-ს ინფორმაციით, სამაშველო ჯგუფი თბილისიდან ტყიბულისკენ მიემართება.

თვითმხილველებმა რუსთავი2-ს განუცხადეს, რომ 4-ვე მაღაროელი გარდაცვლილია.

 

 

დღის ამბები