18 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
პარლამენტთან გამართული აქციის დროს პოლიციამ 2 მოქალაქე დააკავა

პარლამენტის წინ გამართული აქციის დროს შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ 2 მოქალაქე დააკავა. აქციის წევრები ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმიანებიან.

პარლამენტის წინ შეკრებილებმა, პროტესტის მიზნით, სამანქანო გზის გადაკეტვა სცადა. აქციის მონაწილეებისა და არასამთავრობოების წარმომადგენლების თქმით, პოლიციელებმა თავიანთ უფლებამოსილებას გადაამეტეს.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მოსახლეობას სამანქანო გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. 

აქციის მონაწილეები პარლამენტს და მთავრობას შრომითი ინსპექციის შექმნის საკითხზე სამუშაოების დაწყებისკენ უბიძგებენ.

დღის ამბები