„ჩემი ახლობელი იყო, ძმაო, ერთ-ერთი დაღუპული! რა ვუყო, ვის მოვთხოვო პასუხი?! ვინ ხართ საერთოდ თქვენ?!“ - ეს განცხადება პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ერთ-ერთმა მონაწილემ გააკეთა.
პარლამენტის წინ მოქალაქეები ტყიბულში, მინდელის მაღაროში 4 მეშახტის დაღუპვას აპროტესტებენ. აქცია აუდიტორია 115-ის ორგანიზებით იმართება, მონაწილეები შრომითი ინსპექციის შექმნას მოითხოვენ.
პარლამენტის წინ მდგომარეობა უკვე უკიდურესად დაიძაბა, აქციი 2 მონაწილე პოლიციამ უკვე დააკავა.
შეგახსენებთ, რომ 4 მუშის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.