18 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
სახელმწიფო არის პასუხისმგებელი ამ მკვლელობებზე - უჩა ნანუაშვილი ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

ტყიბულის შახტში მომხდარ უბედურ შემთხვევას საქართველოს სახალხო დამცველი "მკვლელობას" უწოდებს.

ომბუდსმენი  ამბობს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ პირს, ვინც საქართველოში შრომის ინსპექტირების შექმნის აუცილებლობას არ იზიარებს.

უჩა ნანუაშვილის თქმით, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო მომხდარ უბედურ შემთხვევებზე  პასუხისმგებელი სახელმწიფოა.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ, თუ  არ მოხდება უსაფრთხოების კუთხით სახელმწიფოს მხრიდან მიდგომების შეცვლა, ვითარება შესაძლოა, კიდევ უფრო დამძიმდეს.

ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები დღეს ტყიბულში ჩასვლას გეგმავენ.

„ეს არ არის უბედური შემთხვევა, ეს არის მკვლელობა. სახალხო დამცველი 4 წლის განმავლობაში იმეორებს რეკომენდაციას, რომ ქვეყანაში აუცილებელია, შეიქმნას ეფექტური შრომის ინსპექცია. სახელმწიფო არის პასუხისმგებელი ამ მკვლელობებზე. აქედან გამომდინარე, ალბათ, დადგა დრო, როდესაც სახელმწიფომ უნდა გადახედოს მდგომარეობას, რაც ქვეყანაში არსებობს ამ მიმართულებით. გარკვეული სანქციები უნდა იყოს იმისათვის, რომ მინიმალური სტანდარტები უსაფრთხოების იყოს დაცული ქვეყანაში. თუ არ მოხდება მიდგომის შეცვლა სახელმწიფოს მხრიდან, შესაძლოა, უარესი მოხდეს,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები